ლუის ჰემილტონი კოლეგებმა საუკეთესო პილოტად აღიარეს
ლუის ჰემილტონი კოლეგებმა საუკეთესო პილოტად აღიარეს

ფორმულა 1-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა, ​ 2018 წლის საუკეთესო პილოტის გამოსავლენად, ავტომრბოლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. ქულების მინიჭება ფორმულა 1-ის ეტაპებზე ქულათა დარიცხვის სისტემის მიხედვით მიმდინარეობდა.

გამოკითხვის გამარჯვებული „მერსედესის“ ბრიტანელი პილოტი, მსოფლიოს ჩემპიონი ლუის ჰემილტონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ​ ჰემილტონის მთავარი კონკურენტი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, გერმანელი სებასტიან ფეტელი, სამეულში ვერ მოხვდა.

მეორე ადგილზე „რედ ბულის“ ჰოლანდიელი წევრი მაქს ფერსტაპენი, მესამეზე – „მაკლარენის“ ესპანელი პილოტი ფერნანდო ალონსო გავიდა, რომელმაც ფორმულა 1-ში დაასრულა კარიერა.

პილოტებს უფლება ჰქონდათ, ხმა საკუთარი თავისთვისაც მიეცათ. უფრო ადრე, ლუის ჰემილტონი წლის პილოტად, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამაც დაასახელა.

 

დატოვე კომენტარი