ლუის ჰემილტონი გადასახადების დამალვაშია ეჭვმიტანილი
ლუის ჰემილტონი გადასახადების დამალვაშია ეჭვმიტანილი

ბრიტანულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “მერსედესის” პილოტი ლუის ჰემილტონი ეჭვმიტანილია გადასახადების დამალვაში. საერთო ჯამში, ლაპარაკია 3.27 მილიონ ფუნტ სტერლინგზე – წერს F1 Fanatic.

ჰემილტონის გვარი მოხსენიებულია უამრავ დოკუმენტში, რომელიც ორ კომპანიას ეკუთვნის. ისინი დაკავებულნი არიან ოფშორული ანგარიშების წარმოებით. დოკუმენტები უჩვენებს, რომ მსოფლიოს ბევრი მდიდარი ადამიანი იყენებს ოფშორულ ანგარიშებს საკუთარი შემოსავლების შესახებ მონაცემთა დასაწევად.


როგორც ირკვევა, ჰემილტონი სარგებლობდა ორი კომპანიის – Stealth Aviation Limited-ისა და Stealth Limited-ის სამსახურით. მათი მეშვეობით, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა 3.7 მილიონი ევრო დამალა.


ცნობისთვის, ლუის ჰემილტონი უკვე დიდი ხანია აღარ ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში. მისი რეზიდენცია ხან შვეიცარიაში და ხან მონაკოში.