ლუის ენრიკეს მარტინ სუბიმენდის შეძენა სურს #1TVSPORT

14:12, 04.10.2026

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე დაინტერესებულია „არსენალისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის მარტინ სუბიმენდის შეძენით. ამის შესახებ წერს გამოცემა El Nacional.

იტყობინებიან, რომ ლუის ენრიკეს აზრით, სუბიმენდის პსჟ-ში გადასვლის შანსები გაიზარდა, რადგან ახალი სეზონში ნახევარმცველი ვერ იღებს დიდ სათამაშო დროს. „არსენალი“ მზად არის განიხილოს 80-მილიონიანი წინადადება.

ლუის ენრიკეს მიაჩნია, რომ სუბიმენდი იდეალური კანდიდატია გუნდის სათამაშო სტილისთვის. ნახევარმცველი კარგად გრძნობს თავს საკუთარ პოზიციაზე, აკეთებს ზუსტ გადაცემებს და ეხმარება შემტევ მოთამაშეებს მიიღონ ბურთი ხელსაყრელ სიტუაციაში. მწვრთნელისთვის ეს მნიშვნელოვანია: მას სურს პსჟ დომინირებდეს ბურთის ფლობაში და ინარჩუნებდეს თამაშის სტრუქტურას მოედნის ცენტრში.

მსგავსი