ლუის ენრიკემ და პსჟ-მა „ლიონთან“ გამარჯვება კვარაცხელიას მიუძღვნეს #1TVSPORT

11:21, 27.10.2026

„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-8 ტურში შინ „ლიონი“ 2:0 დაამარცხა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კი გამარჯვება ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნა.

„ლიონთან მოგება კვარას ეძღვნება. ჩვენ მისით ვამაყობთ“, – განაცხადა ლუის ენრიკემ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ სენი მაიულუმ გოლი კვარაცხელიას სტილში აღნიშნა და ამით ქართველი ვარსკვლავის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, ხოლო თამაშის შემდეგ ეს მთელმა პსჟ-მა გააკეთა. ამის აღსანიშნავად პსჟ-ის ოფიციალური გვერდი ასეთ კომენტარს აქვეყნებს: „ჩვენ კლუბზე მეტი ვართ — ჩვენ დიდი ოჯახი ვართ“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაშავდა და კვირის დასაწყისში ჯვარედინი იოგების ოპერაცია კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაუტარდება.

მსგავსი