ლუის ენრიკე - „პარიზთან“ მატჩს კონკრეტული მიზანი არ ჰქონდა, მაგრამ ეს იყო ყველაზე ცუდი თამაში, რაც ჩემი აქ ყოფნის სამი წლის განმავლობაში ჩაგვიტარებია #1TVSPORT
ლუის ენრიკე - „პარიზთან“ მატჩს კონკრეტული მიზანი არ ჰქონდა, მაგრამ ეს იყო ყველაზე ცუდი თამაში, რაც ჩემი აქ ყოფნის სამი წლის განმავლობაში ჩაგვიტარებია #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საფრანგეთის ჩემპიონატის 2025/2026 წლის სეზონის ბოლო მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გაწვრთნილმა გუნდმა „პარიზთან“ 1:2 წააგო.

„ვიცი, რომ ამ მატჩს კონკრეტული მიზანი არ ჰქონდა, მაგრამ ეს იყო ყველაზე ცუდი თამაში, რაც ჩემი აქ ყოფნის სამი წლის განმავლობაში ჩაგვიტარებია. მატჩიდან არაფერი მიმაქვს, აბსოლუტურად არაფერი და ჩემი ფეხბურთელებისგან ბევრად მეტს ველოდები.

არ მიყვარს თავის მართლება და ვიცი, რომ ასეთი შეხვედრისას თამაში რთულია, რადგან მოტივაცია არ არსებობდა, მაგრამ პსჟ-ს ფეხბურთელმა უნდა აჩვენო, რომ განსხვავებული ხარ. მოკლედ, ნამდვილად ცუდად ვითამაშეთ, კმაყოფილი არ ვარ“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ის სეზონი 76 ქულით დაასრულა – გუნდმა ჩემპიონობა ოფიციალურად ერთი ტურით ადრე მოიპოვა.