„პარი სენ-ჟერმენმა“ სეზონი წაგებით დაასრულა - „სენტ-ეტიენი“ პლეიოფში „ნიცას“ შეხვდება #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონი წინა ტურში ოფიციალურად გახდა, ლიგა 1-ის სეზონი „პარიზთან“ დერბით დაასრულა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საგოლე შეტევა წამოიწყო, რომელიც ბარკოლამ დააგვირგვინა. 56-ე წუთზე ლუის ენრიკემ კვარაცხელია შეცვალა.
ლიგიდან გავარდნილი „მეცი“ „ნიცას“ ესტუმრა – მატჩი 0:0 დამთავრდა. გიორგი ქვილითაია და გიორგი აბუაშვილი „მეცის“ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო გიორგი წიტაიშვილმა შეხვედრა თვალის ანთების გამო გამოტოვა.
ბოლო ტურის შემდეგ გაირკვა, რომ პლეიოფის ფინალში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის თასის ფინალისტს, „ნიცასთან“, რომელმაც რეგულარული სეზონი მე-16 ადგილზე დაასრულა, ორმატჩიან დაპირისპირებას გამართავს – პირველი მატჩი „სენტ-ეტიენის“ მოედანზე 26 მაისს გაიმართება, საპასუხო კი 29 მაისს – ნიცაში.
ამ წყვილში გამარჯვებული მომავალ სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს.