ლუის ენრიკე და ზინედინ ზიდანი „ჩელსიში“ გრემ პოტერის შემცვლელებად განიხილებიან #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გრემ პოტერი, შესაძლოა, ესპანელმა ლუის ენრიკემ ან ფრანგმა ზინედინ ზიდანმა შეცვალოს, – წერს ესპანური გამოცემა Sport.es.
ლუის ენრიკე ერთ-ერთი მთავარია კანდიდატია „ჩელსიში“ დანიშვნაზე. ასევე, ლონდონური კლუბი შეიძლება ჩაიბაროს ზიდანმა, რომელიც „რეალის“ დატოვების შემდეგ კვლავაც უმუშევარია. ადრე ეს ორი სპეციალისტი განიხილებოდა ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კანდიდატად, მაგრამ „სელესაომ“ არჩევანი კარლო ანჩელოტიზე შეაჩერა.
პოტერი „ჩელსის“ 2022 წლის შემოდგომიდან უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდი მე-10 ადგილზეა პრემიერლიგის ცხრილში. ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალში 0:1 წააგეს „დორტმუნდთან“.