ლუის ენრიკე - ჩვენი კალენდარი ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან რთულია #1TVSPORT
ლუის ენრიკე - ჩვენი კალენდარი ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან რთულია #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „ატალანტასთან” ჩემპიონთა ლიგაზე მოგებული (4:0) მატჩი შეაფასა.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი დასაწყისია, რაც ჩვენი ფეხბურთის სტილს ასახავს. ვითამაშეთ ძალიან კარგი „ატალანტას” წინააღმდეგ, რომელიც გამორჩეულია ფიზიკური სიძლიერითა და ტექნიკით.

ისინი კარგ პრესინგს თამაშობენ, ეს კი მეტოქისთვის პრობლემას იწვევს, მაგრამ ჩვენ შესანიშნავ ფორმაში ვართ და გამარჯვება დავიმსახურეთ.

ვიმედოვნებთ, შორს გავალთ. ჩვენი კალენდარი ძალიან რთულია, თუმცა თუ წინა წელს დავუბრუნდებით, პირველი მატჩი დამატებით დროში მოვიგეთ, ეს გამარჯვება კი გაცილებით უკეთესია. ყველამ გავაანალიზეთ ტურნირის კარგად დაწყების მნიშვნელობა“, – თქვა ლუის ენრიკემ.

პარიზელები ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის შემდეგ ტურში „ბარსელონას” ესტუმრებიან, შემდეგ კი ითამაშებენ „ლევერკუზენის”, „ბაიერნისა” და „ტოტენჰემის” წინააღმდეგ.