ლუიჯი ფებრარი – მზად ვარ, დრო გამოვნახო და ქართველებს დავეხმარო

17:04, 24.09.2019

ოცდამეთხუტმეტე საფეხბურთო სკოლაში შექმნილი 2005 წელს დაბადებულთა გუნდისა და თემურ ფოცხვერიას ინდივიდუალური მომზადების ცენტრის მიწვევით, თბილისს ლუიჯი ფებრარი ესტუმრა.

58 წლის იტალიელი ცნობილი სპეციალისტია, რომელიც მუშაობდა სახელგანთქმულ იტალიურ კლუბებში – „ლაციოში“, „რომაში“, „ატალანტაში“, „ნაპოლიში“, ასევე ხორვატიაში, სპლიტის „ჰაიდუკში“. 2018 წელს უნგრეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო, ხოლო წელს ალბანეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა. ფებრარი ფიზმომზადების ნოვატორი მწვრთნელი და იტალიის საფეხბურთო ფიტნეს მწვრთნელთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი გახლავთ.

იტალიელმა სპეციალისტმა 35-ე სკოლაში მასტერკლასი ჩაატარა, ხოლო ქართველ მწვრთნელებს რჩევებითა და რეკომენდაციით დაეხმარება.

„თბილისში მეგობრების მოწვევით ჩამოვედი. დაძაბული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, მზად ვარ, დრო გამოვნახო და ქართველ მწვრთნელებს დავეხმარო, რადგან ვიცი, რომ ბავშვების თანამედრვე მეთოდებით გაზრდა სურთ. მათი სურვილი კარგად მესმის – დღეს მთელს მსოფლიოში ფიზმომზადება ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, სწავლა და განვითარება კი ყოველ დღიურადაა საჭირო, თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს რომ არ ჩამორჩე“, – ამბობს ლუიჯი ფებრარი.

მსგავსი