ლუი ვან გაალი ფეხბურთში ბრუნდება 
ლუი ვან გაალი ფეხბურთში ბრუნდება 

ცნობილმა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ფეხბურთში დაბრუნებას აპირებს.

„ბევრი წინადადება მივიღე და ერთ-ერთი ავირჩიე, ახალი სამუშაო ხელს მაძლევს. ამ თანამდებობაზე შემიძლია გამარჯვებაზე ვიფიქრო“, – განაცხადა 66 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ვან გაალის ბოლო სამუშაო ადგილი იყო “მანჩესტერ იუნაიტედი”, რომელშიც 2014-16 წლებში მუშაობდა. ინგლისურ კლუბთან ერთად მან ერთი ტიტული მოიგო – ინგლისის თასი.