ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოკვლეული 187 ნიმუშიდან, ყველას პასუხი უარყოფითია

12:00, 12.09.2020

ლუგარის ლაბორატორიაში შიდა ქართლიდან გადაგზავნილი 187 პირის ნიმუში გამოიკვლიეს, კორონავირუსზე ყველას პასუხი უარყოფითია.

ამასთან, გორში ჩატარებული ქორწილის კონტაქტების პასუხებს 13:00 საათისთვის ელოდებიან.

შეგახსენებთ გორში 50-კაციანი ქორწილი ერთი კვირის წინ ჩატარდა. ცნობილია, რომ ამ ქორწილის სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფექცია აღმოაჩნდა ქორწილში მყოფ სტუმარსაც, ინფიცირებული თბილისიდან არის.

მსგავსი