რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიცია ავრცელებს ლუგანსკის ქალაქ ნოვოტაშკოვსკის კადრებს, რომელიც, მათივე მტკიცებით, „რუსეთის არმიამ გაათავისუფლა“.
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერგეი გაიდაიმ დაადასტურა ცნობა, რომ რუსულმა არმიამ შეძლო ქალაქ ნოვოტაშკოვსკის დაკავება.
ოლქის გუბერნატორის თქმით, ქალაქში „დასაკავები აღარაფერი დარჩა“. დასახლებული პუნქტი ხანგრძლივი დაბომბვების გამო მთლიანად განადგურებულია.