ლუგანსკის ადმინისტრაციის უფროსი – მოგვიწევს სამხედროების გაყვანა სევეროდონეცკიდან, რადგან განადგურებულ პოზიციებზე ყოფნას აზრი არ აქვს

15:17, 24.06.2022

ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინის არმიას სევეროდონეცკის დატოვება მოუწევს.

„სამწუხაროდ, მოგვიწევს ჩვენი სამხედროების სევეროდონეცკიდან გამოყვანა, რადგან განადგურებულ პოზიციებზე ყოფნას აზრი არ აქვს, მსხვერპლის რიცხვი იზრდება“, – აღნიშნავს სერგეი გაიდაი.

სერგეი გაიდაის თქმით, სევეროდონეცკში შენობების 90 პროცენტი დანგრეული ან დაზიანებულია.

მსგავსი