„ლუფთჰანზა“ 29 მარტიდან 24 აპრილამდე პერიოდში 23 000 ათას რეისს აუქმებს
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ კორონავირუსის გამო 29 მარტიდან 24 აპრილამდე დროის პერიოდში 23 000 ათასი რეისი გააუქმა.
გერმანულ ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ რეისები უმეტესად გადაიდო ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით.
გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო კვირაში რეისები კვლავ შეიძლება გაუქმდეს.