ლუ იანზონგი - საქართველო არის ძალიან კარგი ადგილი ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის
ლუ იანზონგი - საქართველო არის ძალიან კარგი ადგილი ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის რეგიონულ მნიშვნელობაზე  თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრეს. როგორც აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ლუ იანზონგმა განაცხადა, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა აუცილებლად გახდება ევრაზიის თავისუფალი ვაჭრობის ფინანსური სერვისებისა და ლოგისტიკის ცენტრი.

“საქართველოს მთავრობას განვითარების კარგი გეგმა გააჩნია, რომელიც მიმართულია ქვეყნის ტრანზიტულ ჰაბად გადაქცევისთვის. ეს სტრატეგია ძალიან კარგად ეხმაურება ჩინეთის “ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივის” მიზნებს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩინეთი და საქართველო დიდ წარმატებას მიაღწევენ. საქართველოს მიერ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ძალიან კარგი მაგალითი იყო სხვა ქვეყნებისთვის. საქართველოს აქვს ხელსაყრელი საგადასახადო პოლიტიკა და კარგი საინვესტიციო გარემო. ეს არის ძალიან კარგი ადგილი ბიზნესისთვის და ინვესტიციების განხორციელებისთვის. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარდა მალე დაიწყება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, უკვე დაიწყო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა – ეს პროექტები აუცილებლად შეუწყობს ხელს კავშირების განმტკიცებას და რეგიონალური ეკონომიკის განვითარებას”, – განაცხადა ლუ იანზონგმა.