ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის თხოვნით 2017 წელს 839-მა პირმა მიმართა
ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის თხოვნით 2017 წელს 839-მა პირმა მიმართა

საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით, ლტოლვილთა სამინისტროს მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 1 დეკემბრამდე თავშესაფრის თხოვნით 839-მა პირმა მიმართა, – ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 5-6 წლის წინ თავშესაფარს მაქსიმუმ 50 ადამიანი ითხოვდა. მისივე თქმით, როდესაც სირია-ერაყში პრობლემები და უკრაინაში ყველაზე მწვავე საომარი მოქმედებები იყო, სამინისტროს წლის განმავლობაში 2 ათასამდე ადამიანი მიმართავდა.

როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, წელს ამ მაჩვენებელმა დაიკლო.

მინისტრის თქმით, 839 პირიდან 42-ს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი.

„35 პირს ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა, 354-ს უარი ეთქვა სტატუსის მინიჭებაზე, 219 პირზე უბრალოდ შეწყდა საერთოდ საქმის წარმოება, 488 არიან ბენეფიციარები, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთიდან დაბრუნდნენ, ძირითადად არარეგალური მიგრაციიდან და რომლებსაც დავეხმარეთ მცირე ბიზნესის დაწყებაში. ზოგს სჭირდებოდა გარკვეული სამართლებრივი დახმარება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.