ლტოლვილთა ნაკადის გამო საბერძნეთმა თურქეთთან საზღვარზე უსაფრთხოების დამატებითი ძალები განათავსა
ლტოლვილთა ნაკადის გამო საბერძნეთმა თურქეთთან საზღვარზე უსაფრთხოების დამატებითი ძალები განათავსა

საბერძნეთმა თურქეთთან საზღვარზე უსაფრთხოების დამატებითი ძალები განათავსა. აღნიშნულ ზომებს ათენმა მას შემდეგ მიმართა, რაც თურქეთიდან ევროკავშირის საზღვრების მიმართულებით ლტოლვილთა ნაკადი გაემართა.

საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კასტანიეში ორი ქვეყნის საზღვარზე ათობით მიგრანტია შეკრებილი. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. ლტოლვილები წარმოშობით სირიიდან, ირანიდან, ერაყიდან, პაკისტანიდან და მაროკოდან არიან.

თურქული მედიის ცნობით, საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვრების მიმართულებით ასობით ლტოლვილი მას შემდეგ გაემართა, რაც თურქეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ საზღვარზე აღარ შეაკავებენ სირიელ ლტოლვილებს, რომლებიც ევროპაში ჩასვლას ცდილობენ. მოგვიანებით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ანკარას მიგრაციული პოლიტიკა არ შეუცვლია.