ლოთარ მათეუსმა ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ლოთარ მათეუსმა განაცხადა, რომ ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის, ფრანც ბეკენბაუერის ჯანმრთელობა გაუარესდა.
„მოდით, ვუსურვოთ მას ჯანმრთელობა, რათა დაბრუნდეს ძველი ფრანცი, რომელიც ენერგიით არის სავსე. ის ყოველთვის ამბობდა, რომ ჯანმრთელობა მთავარია, რომელიც ახლა მას არ ჰყოფნის. ფრანცი ცუდადაა. ვიყოთ უკეთესის იმედად“, – მოჰყავს მათეუსის სიტყვები სააგენტო ITASportPress-ს.
ფრანც ბეკენბაუერი ჩემპიონთა თასის სამგზის გამარჯვებულია, ორჯერ აქვს მოგებული „ოქროს ბურთი“, ხუთჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და თითოჯერ ევროპისა (1972) და მსოფლიოს (1974) ჩემპიონი. მწვრთნელის რანგში ბეკენბაუერს მოგებული აქვს უეფა-ს თასი, გერმანიისა და საფრანგეთის ჩემპიონატები და მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატი.