„ბილდი“ - ევრო 2024-ზე „ალიანს არენისთვის“ ფრანც ბეკენბაუერის სახელის მინიჭება იგეგმება #1TVSPORT
„ბილდი“ - ევრო 2024-ზე „ალიანს არენისთვის“ ფრანც ბეკენბაუერის სახელის მინიჭება იგეგმება #1TVSPORT

გერმანული გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, შესაძლოა, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მიუნხენის სტადიონს, „ალიანს არენას“ ფრანც ბეკენბაუერის სახელი მიენიჭოს.

ევრო 2024-ის ორგანიზატორები და უეფა უახლოეს მომავალში ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ და, უდიდესი ალბათობით, სტადიონს ლეგენდარული ფეხბურთელის სახელი დაერქმევა.

ზოგადად, უეფა-ს მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე აკრძალულია სტადიონებისთვის სპონსორის სახელის მინიჭება. 2024 წლის კონტინენტის პირველობის არენებიდან ბერლინის „ოლიმპიურს“ და ჰამბურგის “ფოლკსპარკშტადიონს” არ ჰყავთ სპონსორი.

ცოტა ხნის წინ „ალიანს არენისთვის“ ბეკენბაურის სახელის მინიჭების იდეით გამოვიდა გერმანულ ფეხბურთში გამორჩეული მწვრთნელი ოტმარ ჰიცფელდიც.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში მიმდინარე წლის 7 იანვარს გარდაიცვალა.