ლოთარ მათეუსი - კროოსი აღარ არის საერთაშორისო კლასის მოთამაშე #1TVSPORT
ლოთარ მათეუსი - კროოსი აღარ არის საერთაშორისო კლასის მოთამაშე #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების ლეგენდამ ლოთარ მათეუსმა გააკრიტიკა მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი.

„ტონი აღარ არის საერთაშორისო კლასის მოთამაშე.

პირადი თვალსაზრისით მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ არ ვეთანხმები მის სათამაშო სტილს.

ევრო 2020-ზე დავრწმუნდით, რომ საქმე მხოლოდ მის სისწრაფეში არ არის, არამედ ბურთის მოძრაობის სისწრაფეში.

სინამდვილეში, ის კარგად უმკლავდება პასებს, მაგრამ სიჩქარე იკლებს, სივრცეები არ იქმნება, ტემპი კი ეცემა“, – განუცხადა მათეუსმა გამოცემა „კიკერს“.