ლოთარ მათეუსი - გერმანია ევრო 2024-ის ფავორიტი არაა, თუმცა საკუთარ კედლებში თამაში დიდი უპირატესობა იქნება #1TVSPORT
გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა გამოცემა Sky Sport Germany-სთან მოახლოებულ ევრო 2024-ზე „ბუნდესნაკრების“ შანსებზე ისაუბრა.
მათეუსი მიიჩნევს, რომ ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში ნაჩვენები თამაშით გერმანიის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ფავორიტი ვერ იქნება.
„უკრაინასა და საბერძნეთთან ამხანაგური მატჩებით თუ ვიმსჯელებთ, გერმანია ევრო 2024-ის ფავორიტი არაა, თუმცა საკუთარ კედლებში თამაში ჩვენი გუნდისთვის დიდი უპირატესობა იქნება.
ვიმედოვნებ, კონტინენტის პირველობის დროს როგორც სტადიონებზე, ისევე ქუჩებში დიდი ეიფორია იქნება“, – განაცხადა მათეუსმა.
გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში შოტლანდიასთან, უნგრეთსა და შვეიცარიასთან ერთად ითამაშებს.