ლოს ანჯელესში ტელეკომპანია „ენბისი ნიუსის“ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

09:09, 16.09.2026

ლოს ანჯელესში ტელეკომპანია „ენბისი ნიუსის“ ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია სამი ადამიანი, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ლოს ანჯელესის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ვერტმფრენი ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 19:00 საათზე ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

ტელეკომპანია „NBC Los Angeles“-მა დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი ვერტმფრენი მათ ეკუთვნოდათ. შემთხვევის დროს ვერტმფრენი ჩეთსვორთის რაიონში იმყოფებოდა და ტელეკომპანიის ჟურნალისტები იმავე ტერიტორიაზე მომხდარ ავტობუსის ავარიას აშუქებდნენ.

ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ჯერ უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ვერტმფრენში.

მსგავსი