ლოს ანჯელესში პოლიციის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციები დაიწყო
ლოს ანჯელესში პოლიციის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციები დაიწყო

ლოს ანჯელესში პოლიციის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციები დაიწყო.

საქმე ეხება 29 წლის დიჟონ კიზეს, რომელსაც ლოს ანჯლესის შერიფის თანაშემწეებმა ესროლეს. ის ადგილზე დაიღუპა.

როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცმა ველოსიპედის მართვის წესები დაარღვია და პოლიციამ მისი გაჩერება ამიტომ გადაწყვიტა.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი სამართალდამცავების მოთხოვნას არ დაემორჩილა, ველოსიპედი დააგდო და გაიქცა. შემდეგ ის შერიფის მოადგილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდა, რა დროსაც დაუვარდა ტანსაცმელი, რომელიც ხელში ეჭირა. ამ დროს სამართალდამცავებმა შენიშნეს, რომ მამაკაცს იარაღი ჰქონდა და ცეცხლი გახსნეს.

მოკლულის ნათესავები აცხადებენ, რომ დიჟონ კიზეს იარაღი ჰქონდა, თუმცა მას პოლიციელებისთვის არ უსვრია და არც იარაღით დამუქრებია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.