ლოს ანჯელესში პეკინის საკონსულო - აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან ტაივანის პრეზიდენტის შეხვედრა ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებს კიდევ უფრო დააზარალებს
ლოს ანჯელესში პეკინის საკონსულო - აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან ტაივანის პრეზიდენტის შეხვედრა ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებს კიდევ უფრო დააზარალებს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, კევინ მაკარტისთან ტაივანის პრეზიდენტის, ცაი ინ-ვენის შეხვედრა ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებს კიდევ უფრო დააზარალებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ლოს ანჯელესში პეკინის საკონსულოს განცხადებაში.

საკონსულოს განცხადების თანახმად, შეხვედრა არ არის ხელსაყრელი რეგიონული მშვიდობის, უსაფრთხოების ან სტაბილურობისთვის.

გვატემალაში და ბელიზში სტუმრობის შემდეგ ტაივანის ლიდერი აშშ-ში გაემგზავრება. ტაივანის პრეზიდენტის სპიკერმა, სავიერ ჩანმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, გამოვა თუ არა პრეზიდენტი სიტყვით აშშ-ში ყოფნისას, მაგრამ ვიზიტისთვის მზადება მიმდინარეობს.

როგორც ვაშინგტონმა ჩინეთის საკონსულოს უპასუხა, ტურნეს დასრულების შემდეგ ასეთი გაჩერებები ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ჩინეთმა არ უნდა მოახდინოს გადაჭარბებული რეაქცია.

ჩინეთის საკონსულომ შეერთებულ შტატებში შეხვედრას „პოლიტიკური შოუ“ უწოდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინმა 3 აპრილს განაცხადა, რომ პეკინი ეწინააღმდეგება „ამერიკული მხარისა და ტაივანის ხელისუფლებას შორის ნებისმიერი სახის ოფიციალურ ურთიერთობას და კონტაქტს“.