ლოს ანჯელესში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

20:51, 18.07.2025

ლოს ანჯელესში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ბიბისის“ ცნობით, აფეთქება ლოს ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის სწავლების ბაზაზე მოხდა, სადაც შერიფის მოადგილეები ტრენინგებს გადიან.

შუალედური ინფორმაციით, დაშავებულები შერიფის დეპარტამენტის თანამშრომლები არიან.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.  გამოძიება მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები მუშაობენ.

მსგავსი