ლოს ანჯელესში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას ავსტრალიელ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში პოლიციელმა რეზინის ტყვია ესროლა [ვიდეო]

ლოს ანჯელესში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას ავსტრალიელ ჟურნალისტს, ლორენ ტომასის პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს პოლიციის მიერ ნასროლი რეზინის ტყვია მოხვდა.

ლორენ ტომასი ავსტრალიური „მეცხრე არხის“ კორესპონდენტია.

შეგახსენებთ, საიმიგრაციო სამსახურის ფედერალურ აგენტებსა და დემონსტრანტებს შორის კალიფორნიაში შეტაკებები მიმდინარეობს. არეულობა საიმიგრაციო სამსახურის მიერ უსაბუთო მიგრანტების წინააღმდეგ რეიდების ჩატარებას მოჰყვა. შეტაკებები ქალაქ ლოს ანჯელესში, ასევე მიმდებარე დასახლებებში – პარამაუნტსა და კომპტონში მოხდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს „მოლოტოვის კოქტეილები“, ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყენეს ცრემლსადენი აირი და რეზინის ხელკეტები. ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებულია 118 ადამიანი. ვრცელდება ცნობები დაშავებულების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საიმიგრაციო აღსრულების ოპერაციების გამო დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, დონალდ ტრამპმა ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ორი ათასი წევრის განთავსების განკარგულება გასცა.