ლოს ანჯელესში მანქანა ხალხში შევარდა, 20-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, მათგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია 
ლოს ანჯელესში მანქანა ხალხში შევარდა, 20-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, მათგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია 

ლოს ანჯელესში ხალხში მანქანის შევარდნის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.

ამის შესახებ ინფორმაციას ლოს ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სულ მცირე, ოთხი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, კიდევ რვას სერიზოული დაზიანებები აქვს მიღებული.

შემთხვევა ჰოლივუდის აღმოსავლეთით, სანტა მონიკას ბულვარში მოხდა.

მომხმდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.