ლოს ანჯელესში კომენდანტის საათის დაწყებამდე პოლიციამ ათობით პირი დააკავა, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
ლოს ანჯელესში კომენდანტის საათის დაწყებამდე პოლიციამ ათობით პირი დააკავა, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ლოს ანჯელესში საპროტესტო აქცია, უკვე ექვსი დღეა, გრძელდება. გასულ ღამეს შეტაკებები მოხდა სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

„სიენენი“ წერს, რომ ლოს ანჯელესის ცენტრალურ ნაწილში კომენდანტის საათის დაწყებამდე ათობით პირი დააკავეს.

კომენდანტის საათი ცენტრალურ ნაწილში, უკვე მეორე ღამეა, ამოქმედდა და ადგილობრივი დროით საღამოს რვა საათიდან დილის ექვს საათამდეა ძალაში. აღნიშნულის თაობაზე ლოს ანჯელესის მერმა, კარენ ბასმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ვანდალიზმისა და ძარცვის შესაჩერებლად.