ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტთან ახლოს სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტთან ახლოს სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, ღამით ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსის მახლობლად მდებარე სავაჭრო ცენტრ University Plaza-ში სროლის გამო ათობით ადამიანი დააკავეს.
მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობა სროლის დროს სავაჭრო ცენტრის ლაუნჯში იმყოფებოდა.
სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.