ლოს ანჯელესის სასამართლომ სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების საქმეზე Meta-სა და YouTube-თან დავაში გადაწყვეტილება ახალგაზრდა ქალის სასარგებლოდ მიიღო

01:33, 26.03.2026

ლოს ანჯელესის სასამართლომ Meta-სა და YouTube-თან დავაში ახალგაზრდა ქალის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ქალი Meta-სა და YouTube-ს ბავშვობაში სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში სდებდა ბრალს.

ნაფიც მსაჯულებმა დაადგინეს, რომ Meta-მ, რომელიც Instagram-ს, Facebook-სა და WhatsApp-ს ფლობს, ასევე YouTube-ის მფლობელმა Google-მა, განზრახ შექმნეს სოციალური მედიის პლატფორმები, რომლებმაც ზიანი მიაყენეს 20 წლის გოგოს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

სასამართოოს გადაწყვეტილებით, სოციალური ქსელების მფლობელებმა ქალს, რომელიც ცნობილია კეილის სხელით, სამი მილიონი დოლარი უნდა გადაუხადონ.

ნაფიც მსაჯულთა ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს ასობით მსგავს საქმეზე, რომლებიც ამჟამად ამერიკის სასამართლოებში განიხილება.

Meta-ს ადვოკატების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კეილის ცხოვრებაში სირთულეები ჰქონია, Instagram-ის გამოყენება ამ პრობლემების მიზეზი არ ყოფილა. განაჩენს არ დაეთანხმნენ Google-ის წარმომადგენლებიც, რომლებიც ვერდიქტს გაასაჩივრებენ.

მსგავსი