ლოს-ანჯელესის ავტომაგისტრალზე ავტობუსი ამობრუნდა
ლოს-ანჯელესის ავტომაგისტრალზე ავტობუსი ამობრუნდა

ლოს-ანჯელესის ავტომაგისტრალზე ავტობუსი ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად 25 მგზავრი დაშავდა. სულ ავტობუსში 32 ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო ბრიგადებმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოთხი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ავტობუსი ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ კი ამობრუნდა.

რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. აღსანიშნავია, რომ პოლიციის თქმით, 53 წლის მძღოლი, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.