ლორია და თეთრაშვილი „დინამოსთან“ დამარცხდნენ 
ლორია და თეთრაშვილი „დინამოსთან“ დამარცხდნენ 

რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა. მოსკოვის „დინამომ“ შინ მისი გუნდი, მახაჭყალის „ანჟი“ 2:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მეკარე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ასევე ძირითადში იყო და ლორიასავით 90 წუთი ჩაატარა გურამ თეთრაშვილმა, რომელიც რუსეთის მოქალაქე და „ანჟის“ კაპიტანია. ჯაბა ლიპარტია მახაჭყალელთა განაცხადში არ ყოფილა – ის ტრავმირებულია. „ანჟის“ ჯაბა ლიპარტია ვერ ეხმარება.

ამ გუნდების დუბლშემადგენლობების შეხვედრაც მოსკოველთა გამარჯვებით (2:0) დასრულდა. ქართველმა ამ მატჩშიც ითამაშა – მოსკოვის „დინამოში“ 16 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჭელიძე ირიცხება, რომელიც რუსეთის მოქალაქე და ამ ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრების წევრია. ოქტომბერში ჭელიძემ იტალიის წინააღმდეგ ითამაშა, რომელიც რუსებმა 1:3 წააგეს, ერთადერთი გოლი კი, სწორედ ქართველმა გაიტანა.

ყაზანის „რუბინმა“ ხაბაროვსკის სკა-ს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველი, ნავალოვსკი სათადარიგოებში იყო და მოედანზე არ გამოჩენილა.

რუსეთის პრემიერლიგის 20 ტურის შემდეგ, „ანჟი“ 19 ქულით მე-15 ადგილზეა, ხოლო „სკა-ხაბაროვსკი“ 12 ქულით – ბოლო, მე-16-ზე.