ლორენს მერედიტმა და კარლ ჰარცელმა ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ლორენს მერედიტმა და კარლ ჰარცელმა ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დღეს ბათუმში 8 ოქტომბერს ჩამონგრეულ სახლთან მივიდნენ და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.

„ძალიან მადლიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, პატივი მიმეგო ბათუმში ტრაგიკულად ჩამონგრეული შენობის მსხვერპლთა ხსოვნისთვის. მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ. ჩვენ თქვენთან ერთად ვგლოვობთ“, – განაცხადა ჰარცელმა.

დღესვე, კარლ ჰარცელი ბათუმში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტების მიმდინარეობას გაეცნობა.