ლორა თორნტონმა დონალდ ტრამპს სექსუალური მოძალადე და დამნაშავე უწოდა
„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სექსუალური მოძალადე და დამნაშავე უწოდა.
თორნტონმა დონალდ ტრამპის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში“, ერთ-ერთ პოსტზე კომენტარის სახით დაწერა.
„მესმის, რომ საქართველოს ინტერესებშია ქართული დემოკრატიის წარმოჩენა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის სექსუალური მოძალადე და დამნაშავეა. ამიტომ ჩვენგან ბევრს, როგორც ქართველები იტყვიან, „ყურს გვჭრის“ ჩვენი ქართველი მეგობრებისგან ტრამპის ასეთი ქება-დიდება და პირფერობა“, – წერს ლორა თორნტონი.
I understand that it is in Georgia’s interests to make the case for Georgian democracy. But understand that he is a rapist and a criminal, so for many of us it, as the Georgians say, “cuts our ears” to hear lavish praise and ingratiation of him from our Georgian friends.
— Laura Thornton (@LauraLThornton) January 21, 2025
