ლორა თორნტონი - შეცვალეს „გრანტების შესახებ“ კანონი და თუ მინდა, საჩუქარი გავუგზავნო ჩემს ქართველ გერებს, ეს შეიძლება იყოს კრიმინალური, რადგან ისინი ყოველ საღამოს პროტესტს გამოხატავენ
ლორა თორნტონი - შეცვალეს „გრანტების შესახებ“ კანონი და თუ მინდა, საჩუქარი გავუგზავნო ჩემს ქართველ გერებს, ეს შეიძლება იყოს კრიმინალური, რადგან ისინი ყოველ საღამოს პროტესტს გამოხატავენ

საქართველოში ყოველ კვირას იღებენ ახალ კანონებს, რომლებიც არღვევს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებსა და კონსტიტუციას, განსაკუთრებით გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, – ამის შესახებ „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

„შემიძლია, დეტალურად ვისაუბრო ამ კანონებზე, მაგრამ, როგორც მაგალითი, არის ე.წ. ტროტუარის კანონი, რომელიც პროტესტის დროს, ფაქტობრივად, ტროტუარზე დგომისთვის ადამიანს აჯარიმებს 113 000 აშშ დოლარის ექვივალენტით.

თქვენ არ შეგიძლიათ, სახეზე ნიღაბი გქონდეთ, თავი დაიცვათ გაზისგან. მათ შეუძლიათ, არასრულწლოვნების დაპატიმრება. მათ კრიმინალიზაცია მოახდინეს ან პირობას დებენ, რომ კრიმინალიზაციას მოახდენენ ნებისმიერის, ვინც მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს. ხალხს აკავებენ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. პოლიციას მისცეს უფლება, პრევენციულად დააკავონ ადამიანები, ვისზეც ფიქრობენ, რომ საეჭვონი არიან.

შეცვალეს „გრანტების შესახებ“ კანონი, რომელიც კრძალავს უცხოური ფულის მიღებას იმდენად, რომ თუ მინდა, დაბადების დღის საჩუქარი გავუგზავნო ჩემს ქართველ გერებს, ეს შეიძლება, იყოს კრიმინალური, რადგან ისინი ყოველ საღამოს პროტესტს გამოხატავენ. მხოლოდ მიმდინარე კვირაში რვა პოლიტიკურ ლიდერზე მოხდა კოლექტიური დევნა ძალიან ბუნდოვანი დივერსიის ბრალდებითა და უცხოელებთან საქართველოზე უარყოფითად საუბრისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ იცის ერთი რამ, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია და ქართველი ხალხი არის საქართველოს დემოკრატიის ერთადერთი დამცველი. სწორედ ამიტომ სურთ, ეს ჩააქრონ. ყოველდღიური კანონები სწორედ ამას ემსახურება“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.