ლორა თორნტონი ქართველ ფერმერებს, პროტესტის ნიშნად, სამთავრობო შენობებთან ნაკელის დაყრისკენ მოუწოდებს
„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი, ქართველ ფერმერებს პროტესტის ნიშნად, სამთავრობო შენობებთან ნაკელის დაყრისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს.
ლორა თორნტონის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ქართველები ფრანგული პროტესტის ფორმებს გადმოიღებენ და ფერმერები ნაკელით სავსე სატვირთო მანქანებით დედაქალაქში ჩამოვლენ.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის თქმით, მნიშვნელოვანია მსოფლიოში ერთმანეთისგან სწავლა და პროტესტის ახალი ფორმების გამოყენება.
„ვფიქრობ, ჰონგკონგის ქოლგის მოძრაობა იყო საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და არაჩვეულებრივი საპროტესტო მოძრაობა (თუმცა ძნელია ჩინეთის დამარცხება )… და ეს პროტესტი ხელს უწყობს ერთმანეთს (სლოვაკეთი და ა.შ.)“, – წერს ლორა თორნტონი.
