ლორა თორნტონი - ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე „ენდიაი“ მონიტორინგს ახორციელებს, ვიღებთ ყველა ინფორმაციას
ლორა თორნტონი - ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე „ენდიაი“ მონიტორინგს ახორციელებს, ვიღებთ ყველა ინფორმაციას

პარტიის „გამარჯვებული საქართველოს“ წევრები საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა ​განაცხადა, ყურადღებით აკვირდება ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს, თუმცა პოლიტიკურ შეფასებას ვერ გააკეთებს.

„შეხვედრაზე მოვისმინე ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელების შეხედულებები ამ საქმესთან დაკავშირებით. „ენდიაი“ საქმის მონიტორინგს ახორციელებს და შეძლებისდაგვარად ვიღებთ ყველა ინფორმაციას. რაც შეეხება პოლიტიკურ გავლენებსა და პროცესებს, ახლა ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.