„ლოპინიონი“ - საქართველო ინვესტორებსა და მეწარმეებს უფრო ხელსაყრელ გარემოს სთავაზობს, ვიდრე ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა
„ლოპინიონი“ - საქართველო ინვესტორებსა და მეწარმეებს უფრო ხელსაყრელ გარემოს სთავაზობს, ვიდრე ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა

საქართველო ინვესტორებსა და მეწარმეებს უფრო ხელსაყრელ გარემოს სთავაზობს, ვიდრე ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა, – წერს „ლოპინიონი“ (l’opinion). სტატიის თარგმანს „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

სტატიის ავტორის თქმით, საქართველომ ასეთი ეკონომიკური დინამიურობის უზრუნველსაყოფად არა მხოლოდ რეფორმები გაატარა, არამედ უკან ჩამოიტოვა ევროკავშირის ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც.

„მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდიკატორით, საქართველო გლობალურად საუკეთესოთა შორის მე-7 ადგილზეა. დანია გამონაკლისად გვევლინება ევროკავშირში (რომელიც ამ რეიტინგში მე-4 ადგილზეა), მაგრამ ევროკავშირის არაწევრმა სახელმწიფომ – საქართველომ, არა მხოლოდ რეფორმები გაატარა ასეთი ეკონომიკური დინამიურობის უზრუნველსაყოფად, არამედ უკან ჩამოიტოვა ევროკავშირის ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც. მათი ძალისხმევის მიუხედავად, გერმანია 22-ე, ხოლო საფრანგეთი 32-ე ადგილზეა“, – წერს სტატიის ავტორი, ბრუნო ალომარი.

ალომარის თქმით, საქართველოში გარდაცვლილთა მცირე რიცხვი კრიზისის მართვის გადამწყვეტი ზომების მიღებამ განაპირობა, რაც ვირუსის ცხელ წერტილებად მიჩნეული ქვეყნებიდან ფრენების შეზღუდვას მოიცავდა. მისივე თქმით, საქართველო ცალკე გამოყო და შეაქო გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის გაერთიანებული სამეფო სამსახურის ანალიტიკურმა ცენტრმა, ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.