ლონზო ბოლმა ნბა-ს რეკორდი დაამყარა
ლონზო ბოლმა ნბა-ს რეკორდი დაამყარა

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” უკანახაზელი ლონზო ბოლი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელია, რომელმაც სამმაგი დუბლის შესრულება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ბოლი ლოს ანჯელესურმა კლუბმა წელს დრაფტზე მეორე ნომრად აიყვანა. “მილუოკისთან” სტუმრად წაგებულ შეხვედრაში ახლგაზრდა უკანახაზელმა 19 ქულა 11 მოხსნა და 13 პასი დააგროვა და ამ მაჩვენებლით ლებრონ ჯეიმსის რეკორდი გააუმჯობესა.