„ლონლი პლანეტი“ მოგზაურებს „თბილისობაზე“ დასწრებას ურჩევს [ფოტო]
„ლონლი პლანეტი“ მოგზაურებს „თბილისობაზე“ დასწრებას ურჩევს [ფოტო]

ერაივალ გაიდსის“ 2019 წლის შემოდგომის საუკეთესო კულინარიული ფესტივალების სიის სათავეში „თბილისობა“ მოხვდა. მსოფლიოში უდიდესი სამოგზაურო გამოცემლობა „ლონლი პლანეტის“ კუთვნილი ბლოგი შემოდგომის დეპრესიის გასამკლავებლად მოგზაურებს თბილისობაზე დასწრებას ურჩევს.

სტატიაში განმარტებულია, რომ რთულად მოიძებნება ისეთი გავლენიანი სამოგზაურო გამოცემა, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი ტურისტული დანიშნულების ადგილად არ დაესახელებინოს.

„თუ გსურთ გაარკვიოთ, რამ გამოიწვია ამდენი აურზაური, ამისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის პირველი უქმეებია, როდესაც ძველი თბილისი „თბილისობის“ ყოველწლიურ ფესტივალს მასპინძლობს“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ნათქვამია, რომ 5 და 6 ოქტომბერს თბილისის ქუჩებს ღია ცის ქვეშ კონცერტები, ფოლკლორული ცეკვის პერფორმანსები, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება და ფესტივალის ნამდვილი ვარსკვლავი, შთამბეჭდავი კულინარიული მრავალფეროვნება მოიცავს, რომელიც მთელი ქვეყნიდან იქნება წარმოდგენილი.

გურმანი მოგზაურებისთვის განკუთვნილ სტატიაში განსაკუთრებული ადგილი აქვს ხინკალს, მწვადს, ხაჭაპურსა და ფხალს, ქართული დესერტებიდან კი – ჩურჩხელა, რომელსაც, სტატიის ავტორის განმარტებით, მოგზაურები მთელ ქალაქში იხილავენ.

სტატიის ავტორი ალკოჰოლურ სასმელში ქართულ ღვინოსა და ჭაჭას ასახელებს, რაც „თბილისობის“ ფესტივალის კულმინაციამდე, ფოიერვერკამდე ქუჩებში უფასოდ „მოედინება“.

„თბილისობის“ შემდეგ სტატიის ავტორი გურმან მოგზაურებს ავსტრალიაში, აშშ-სა და იტალიაში დაგეგმილ ფესტივალებზე სტუმრობას ურჩევს.