ლონდონში ზურაბ წერეთლის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
ლონდონში ზურაბ წერეთლის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

ლონდონის გალერეა  SAATCHI GALLERY-ში ზურაბ წერეთლის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიცია  ქართველი მხატვრის, მოქანდაკისა და არქიტექტორის სხვადასხვა პერიოდში შესრულებულ ნამუშევრებს გააერთიანებს.

ზურაბ წერეთელი არა ერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელია. არის ნიუ-იორკის კეთილი ნების ელჩი, ესპანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიისა და საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის წევრი, საბავშვო ფონდ „სასწაულების ბაღის” პრეზიდენტი, მოსკოვის საერთაშორისო „იუნესკოს დახმარების ფონდის” დამფუძნებელი

ექსპოზიცია  SAATCHI GALLERY-ში 23 იანვრიდან 17 თებერვლამდე იქნება წარმოდგენილი.