ლონდონში უკრაინის დელეგაციამ ევროპელ პარტნიორებთან და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან შეხვედრები გამართა
ლონდონში უკრაინის დელეგაციამ ევროპელ პარტნიორებთან და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან შეხვედრები გამართა

ლონდონში უკრაინის დელეგაციამ ევროპელ პარტნიორებთან და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან შეხვედრები გამართა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა, რომ კიტ კელოგთან კონსტრუქციული საუბარი შედგა.

„უკრაინა, ისე როგორც არავინ მსოფლიოში, ცდილობს ომის დასრულებას. ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ ამ მიზნის მისაღწევად“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ აღნიშნა, რომ დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი მოლაპარაკებების დასაწყებად, რათა მიღწეულ იქნეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა.

„მე აღვნიშნე, რომ უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს თავის პრინციპულ პოზიციებს მოლაპარაკებების დროს, რადგან ისინი ქმნიან მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – დასძინა იერმაკმა.