ლონდონში, „უემბლის“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, ქალაქში შეფერხდა მეტროსა და მატარებლების მოძრაობა
ლონდონში, „უემბლის“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ქალაქში მეტროსა და მატარებლების მოძრაობა შეფერხდა.
ხანძარი „ნისდენის“ ინდუსტრიულ ზონაში, ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში გაჩნდა. ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე 20 სახანძრო მანქანა და დაახლოებით 125 მეხანძრე იყო მობილიზებული.
ლონდონის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გამო მეტროპოლიტენის ხაზზე მოძრაობა სრულად შეჩერდა.
ხანძარმა ასევე შეაფერხა სარკინიგზო მიმოსვლა ლონდონის „მერილბონის“ სადგურის მიმართულებით. ამასთან, შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე „ამაზონის“ საწყობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.