ლონდონში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
ლონდონში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

ლონდონში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. რადიკალურ დაჯგუფებასთან დაკავშირებული სააგენტო „ამაქის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი იყო და თავდასხმა კოალიციის წევრ ქვეყნებზე თავდასხმების მოწოდების შემდეგ განახორციელა.

სააგენტო „ალ-არაბიას“ ინფორმაციით, 20 წლის სუდეშ ამანი, რომელიც ლონდონში მოქალაქეებს დანით დაესხა თავს, ინტერნეტში ტერორისტული ორგანიზაციების მასალებს ავრცელებდა და მეგობარ გოგონას მშობლების დახოცვისკენ მოუწოდებდა. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.

შემთხვევა ლონდონის სამხრეთით გუშინ მოხდა. 20 წლის სუდეშ ამანი გამვლელებს თავს დაესხა და ორი პირი დაჭრა. თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე მოკლა.