ლონდონში, თავდაცვის სამიტზე დასასწრებად კირ სტარმერის რეზიდენციაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იკრიბებიან
ლონდონში, თავდაცვის სამიტზე დასასწრებად კირ სტარმერის რეზიდენციაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იკრიბებიან

თავდაცვის სამიტზე დასასწრებად ლონდონში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იკრიბებიან. ადგილზე უკვე მივიდა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი.

სამიტში, რომელზეც უკრაინის საკითხი განიხილება, მონაწილეობას მიიღებენ ევროპელი ლიდერები, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.

ამასთან, ლონდონში ელოდებიან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს.

ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიდან სამიტში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ასევე დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთისა და რუმინეთის ლიდერები.