ლონდონში, საუდის არაბეთის საელჩოსთან რესტორანს ცეცხლი გაუჩნდა
ლონდონში, საუდის არაბეთის საელჩოსთან რესტორანს ცეცხლი გაუჩნდა

ლონდონში, საუდის არაბეთის საელჩოსთან ახლოს ხანძარს ებრძვიან. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. გავრცელებული ცნობით, ცეცხლი თავდაპირველად დიპლომატიური უწყების გვერდით, ლიბანური რესტორნის პირველ სართულზე გაჩნდა შემდეგ კი,  შენობის ზედა სართულებზე გავრცელდა.

ხანძრის ლოკალიზებას 40-მდე მეხანძრე ამ დრომდე ცდილობს.  ჯერჯერობით არ ვრცელდება ცნობა დაშავებულების შესახებ.

თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ცეცხლის გაჩენამდე მათ რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგეს. ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.