ლონდონში, სასტუმრო Mandarin Oriental Hotel-ში ხანძარია
ცენტრალურ ლონდონში, სასტუმრო Mandarin Oriental Hotel-ში ხანძარია. ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე 15 სახანძრო მანქანა და 100-მდე მეხანძრეა მობილიზებული.
აღნიშნული სასტუმრო ცენტრალური პარკის მახლობლად, „ნაითსბრიჯის“ უბანში მდებარეობს. ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოების გამო, ლონდონის ცენტრში ქუჩები გადაკეტილია.
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ახლახანს განახლდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
The fire in London is the mandarin oriental hotel in Knightsbridge pic.twitter.com/tMrVTOUF3j
— Jack (@jackwmartin_) 6 June 2018