ლონდონში, პარლამენტთან საეჭვო შეფუთვის აღმოჩენის გამო ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. გავრცელებული ცნობით, გამნაღმველებმა შეფუთვა სპეციალური რობოტის საშუალებით ააფეთქეს.
ლონდონის პოლიციის განცხადებით, შეტყობინება საეჭვო შეფუთვის შესახებ ადგილობრივი დროით 15:39 საათზე მიიღეს. ამ ეტაპზე უცნობია, შეიცავდა თუ არა ამანათი ასაფეთქებელ მოწყობილობას.