ლონდონში საეჭვო შეფუთვის აღმოჩენის გამო ევაკუაცია განხორციელდა

20:08, 17.10.2018

ლონდონში, პარლამენტთან საეჭვო შეფუთვის აღმოჩენის გამო ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. გავრცელებული ცნობით, გამნაღმველებმა შეფუთვა სპეციალური რობოტის საშუალებით ააფეთქეს.

ლონდონის პოლიციის განცხადებით, შეტყობინება საეჭვო შეფუთვის შესახებ ადგილობრივი დროით 15:39 საათზე მიიღეს. ამ ეტაპზე უცნობია, შეიცავდა თუ არა ამანათი ასაფეთქებელ მოწყობილობას.

მსგავსი