ლონდონში, რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 100-ზე მეტი პირი დააკავა
ლონდონში, რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 100-ზე მეტი პირი დააკავა

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მემარჯვენე აქტივისტების ნაწილი პოლიციას დაესხა თავს.

დაშავებულია ექვსი სამართალდამცველი.

პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

ასევე, გამოძიება დაიწყო იმ პირის მიმართ, რომელიც 2017 წელს თავდამსხმელების მიერ მოკლული პოლიციელის, კეტი პალმერის მემორიალის გვერდით შარდავდა.

ლონდონში განვითარებულ მოვლენებს, ქვეყნის პრემიერ- მინისტრი გამოეხმაურა.

„ჩვენს ქუჩებში რასისტული თაღლითობის ადგილი არ არის. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იერიშს მიიტანს პოლიციაზე, კანონის წინაშე აგებს პასუხს“,- წერს ბორის ჯონსონი „ტვიტერში“.

„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, ბრიტანეთში კვლავ მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, ამიტომ პოლიციამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ აქცია 17:00 საათზე უნდა დაშლილიყო, თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილი ლონდონის ქუჩებში ხუთი საათის შემდეგაც იდგა.

რასიზმის საწინააღმდეგო აქციები მსოფლიოში მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ, 46 წლის აფროამერიკელი, ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.